ინვესტიცია

მოლდოვა

საინვესტიციო კლიმატი

 

                                           შესაძლებლობები ახლოს

მოლდოვას რესპუბლიკა

მოსახლეობა:                           3.5 მლნ.

მშპ:                                          3,927 აშშ დოლარი

ეკონომიკა   2013:                  8.9%

ინფლაცია:                              5.2%

რეიტინგი ბიზნესში  2014:  78(+8)

თავისუფალი  პორტი:                   1

სამრეწველო რეგ.:                  6

კორპორატიული გადასახადი :     12%

(6% თავისუფალ ზონებში, 3% თავისუფალ  პორტში)

შრომის საშ. ღირებულება:   250 ევრო/თვე

დასაქმებულის შრომის ღირებულება : 2 ევრო/საათი

დასაქმების მაჩვენებელი  2013 :   39.3%

 

დღეისთვის ერთ ერთი მთავარი ამონაცანად მთავრობისთვის რჩება ინვესტიციების მოზიდვა, როგორც უცხოელი  ასევე ადგილობრივი ინვესტორებისათვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს  შექმნა.

ამასთან დაკავშრებით მისაღებია ყველა საჭირო ზომა, მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის გარემოს გაუმჯობესობისთვის, ხაზი უნდა გაესვას არსებულ დადებით ფაქტორებს: ქვეყნის ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდგომარეობას, კვალიფიციური შრომის ძალას, ნაყოფიერ ნიადაგსა და ქვეყნის მონაწილეობას თავისუფალ სავაჭრო ზონებში „დსთ“-ს  ქვეყნებთან  და სამხრეთ-აღმოსავლეთ  ევროპაში.

     მოლდოვას საინვესტიციო მიმზიდველობაზე ასევე დადებითად მოქმედებს ის ფაქტი, რომ 2001 წლის ივნისში ქვეყანა გახდა “მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია„-სა და „სტაბილურობის პაკტი“-ს წევრი, ევროკავშირთან გაფორმდა შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.

ქვეყანას გააჩნია წვდომა ბაზრებზე, პრეფერენციების გენერალური სისტემის (GSP+) მეშვეობით ევროკავშირთან, შვეიცარიასთან, იაპონიასთან და სხ.. ასე ევროკავშირმა, თავისი შიდა ბაზრებზე, საბაჟო მოსაკრებლების გარეშე თავისუფალი ვაჭრობის საშუალება მისცა 7200 სასაქონლო  ჯგუფს . 

ბოლო დროს მიღებული  საკანონმდებლო აქტებს (კანონი სამეწარმეო საქმიანობის ინვესტიციის, კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, კანონი ელექტრონული დოკუმენტის და ციფრული ხელმოწერის, კანონი ელექტრონული ვაჭრობის, კანონი ლიზინგის შესახებ), ასევე ეკონომიკის სფეროში ახალ კანონპროექტებს, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა, აქვთ ერთი მიზანი - უფრო დაბალანსებული და უფრო პროგნოზირებადი გახადონ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, საწარმოების შექმნის გამარტივება და ფუნქციონირება, ასევე ახალი ინვისტიციების სტიმულირება.  

სამრეწველო სფეროში, საინვესტიციო პროექტებისთვის  მიმზიდველი არიან თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც წარადგენენ რეზიდენტებს ქვემოთ ჩამოთვლილ მთელ რიგ საგადასახადო და საბაჟო შეღავათებსა და სახელმწიფო გარანტიებს.  

დღეისთვის ინვესტიციების მოცულობა მოზიდული თავისუფალი ეკონიმიკური ზონებიდან გადააჭარბა 76 მლნ. აშშ დოლარს . ასევე მიმზიდველია მშენებარე საინვესტიციო საერთაშორისო თავისუფალი პორტი  « GIURGIULEST»

 2

მოქმედი ეროვნული საგადასახადო კანონმდებლობა, გადახდებისას ითვალისწინებს მთელ რიგ საინვესტიციო  შეღავათებს:

მოლდოვამ მიაღწია თვალსაჩინო პროგრესს ბიზნესის გარემოს გაუმჯობესობაში, 2015 წლის მსოფლიოს რეიტინგში 19  პოზიციით დაწინაურდა 189 ქვეყნებს შორის.

 

 

მოლდოვას ინვესტიციებისა და ექსპორტის პოპულარიზაციის ორგანიზაცია (MIEPO) პრემიერ-მინისტრის ოფისთან თანამშრომლობით ინვესტორებისათვის წარმოადგენს ინფორმაციისა და პოტენციური დახმარების  წყაროს.

ჩვენ ვეხმარებით პოტენციურ ინვესტრორებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ასევე მხარს ვუჭერთ არსებულ ინვესტრორებს  მათი საქმიანობის განვითარებაში .

ინვესტიციების მოზიდვისთვის ჩვენი გუნდი შედგება შექმნილი მუდმივი ჯგუფისგან, რომელიც იყოფა სექტორებზე და რეგიონებზე. ჩვენი გამოცდილებით შეგვიძლია  დაგეხმაროთ საუკეთესო ბიზნესს გადაწყვეტილების მიღებაში.

მთავარი მიზეზები მოლდოვას არჩევაში

სტრატეგიული ადგილმდებარეობა

მოლდოვას სავაჭრო ეკონომიკა ვრცერდება, როგორც ევროკავშირსა ასევე დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე. დანიშნულების ადგილების უმრავლესობა მდებარეობს მაქსიმუმ ორი დღის მანძილზე.

თავისუფალი ეკონომიკური ზონები :

სტანდარტული კორპორატიული გადასახადი 12%-ია, მაშინ როცა თავისუფალ  ზონებში თავაზობენ უფრო დაბალ 6%-ან გადასახადს, ასევე სახელმწიფო გარანტიებსა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას .

მეგობრული გარემო ინვესტიციებისათვის .

მოლდოვა მუდმივად მუშაობს ბიზნესის გარემოს გაუმჯობესობაზე. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ბიზნესს რეიტინგში ის ავიდა 30 პოზიციით (78/189 - 2014 წ.)

კვალიფიციური და მრავალლინგულარული მუშახელი

მოსახლეობის უმრავლესობა საუბრობს ორ ან მეტ ენაზე (რუმინულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, უკრაინულ და სხ.) შრომის ანაზღაურება არის ყველაზე დაბალი რეგიონში, რაც ბიზნეს გარემოს  ხდის კონკურენტუნარიანს.

     მოლდოვა საზღვრობს ევროკავშირთან, რაც წარმოადგენს ხიდს „დსთ“-სა და ევროკავშირს შორის. მოლდოვა ვითარდება უფრო სწრაფად,  ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა რეგიონში.

     მოლდოვა სთავაზობს საუკეთესო შესაძლებლობებს მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს მომუშავე სხვადასხვა ბიზნესმოდელებით, როგორიც არის პირდაპირი ინვესტიციები მწვანე და ყავისფერ სექტორებში ადგილობრივი ქვეკონტრაქტორების გამოყენებით და სხვა.

ეს გადაწყვეტილებები შეიძლება გამოყენებულ იქნას ავტომობილურ, სოფლის მეურნეობის , საკვებსამრეწველო , ტექსტილის სექტორში.

მოლდოვაში არსებულ კომპანიებს შეუძლიათ სწრაფად, იაფად და მოქნილად აწარმოონ პრუდუქცია .