ტურიზმი

 

მიუხედავად  პატარა ტერიტორიისა, მოლდოვას რესპუბლიკას გააჩნია მნიშვნელოვანი პოტენციალი  ტურიზმის განვითარების კუთხით, წარმოდგენილი გეომორფოლოგიური   ტერიტორიის განსაკუთრებული თვისებებით, მათ შორის, ყველა ბუნებრივი ძეგლებით, ლანდშაფტური და ბუნებრივი  ნაკრძალებით, ასევე გეოლოგიური,  ევროპული და მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ძეგლებით.

მოლდოვაში ტურიზმის პრიორიტეტული ფორმებია:  სასოფლო, მევენახეო- მეღვინეობის,  კულტურული, სამედიცინო-გამანჯასაღებელი ტურიზმი.

სასოფლო ტურიზმი

სასოფლო ტურიზმი სარგებლობს  განსაკუთრებული პოპულარობით. მოლდოვას რესპუბლიკის სოფლის გარემო, მისი სოფლის მეურნეობის საზოგადოება  და თვალწარმტაცი სოფლები წარმოადგენენ მნიშვნელოვან  წყაროს:

  1. სთავაზობს ტურისტებს მომსახურეობის გაწევას ტრადიციულ სოფლის პირობებში დაბინავებას
  2. ტურისტებს სთავაზობს სოფლის მეურნეობის სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას და გართობას  
  3. გაცნობა ადგილობრივ ფოლკლორთან,  გასართობ დაწესებულებებთან და ტრადიციებთან
  4. ხალხური რეწვის წარდგენა  და ასეთ სამუშაო პროცესებში მონაწილეობის მიღება
  5. ტურისტებისთვის ხალხური ოსტატების ნამუშევრების შეძენის საშუალების მიცემა.

 

ღვინის ტურიზმი

ვენახები, ტურისტული სოფლის სექტორში ასევე  წარმოადგენს მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტს. მოლდოვას რესპუბლიკაში წარმოებული ღვინო  თავისი ხარისხის დამსახურებით  სარგებლობს მოთხოვნილებით  საერთაშორისო დონეზე. რესპუბლიკაში ფუნქციონირებს 142 ღვინის ქარხანა, 23 მათგანს აქვს ტურისტების მიღების გამოცდილება. აქ ტურისტებს სთავაზობენ ღვინის წარმოების ტექნოლოგიის გაცნობას, ღვინის ჩამოსხმის პროცესისთვის თვალის დევნასა  და რა თქმა უნდა  საბოლოო პროდუქტის შედეგის დეგუსტაციას.

მოლდოვას რესპუბლიკა, როგორც ღვინის ქვეყანა, სთავაზობს მარშრუტების ფართო არჩევანს: მიწისქვეშა მარნები და მიწისქვეშა ქალაქები,  ღვინის მაღაზიები, ღვინის პირველადი გადამამუშავებელი ქარხნები,  ცქრიალა ღვინოს საწარმოები, დივინი, შერი ბალზამი და სხ.

ღვინის ქარხნები მიმდებარე ვენახეებით წარმოადგენენ მნიშვნელოვან ნაწილს ტურისტულ მარშრუტისთვის "ღვინის გზა რესპუბლიკა მოლდოვაში", რაც  მნიშვნელოვანი მოტივაციაა ქვეყნის  სტუმრიანობისთვის. ეს არის ყველაზე კარგი ხელშემწყობი საშუალება  მოლდოვური ტურისტული პროდუქტის განვითარებისთვის.

კულტურული ტურიზმი

 

მოლდოვას რესპუბლიკა ფლობს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას,  რომელიც  წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნეს ტურიზმში. ადრეული შემონახული ძეგლები კულტურის გეტო-დაკსკების  დასახლებები და რომის ციხე-სიმაგრეები.  შუა საუკუნეების ციხის ნარჩენები, არქეოლოგიური კომპლექსები,  როგორიცაა ძველი „ორხეიულ ვეკ“, კლდიური მონასტრები, დიდებულთა სასახლეები და გლეხების  სახლები წარმოადგენენ   ყველაზე მრავალფეროვან სანახაობას ტურისტებისათვის. სულ არსებობს 140 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც შეიძლება იყოს ჩართული ტურისტულ მარშრუტებში.  კიშინეუში არსებობს მრავალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,  მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის ადგილობრივი არქიტექტურის ობიექტები, რომელიც შეიძლება  გამოყენებული იქნას ტურიზმის სფეროში.

რესპუბლიკა მოლდოვაში  არსებობს  87 მუზეუმი. ეს მუზეუმები არიან სპეციალიზირებული,  რომელთაგან არანაკლებ 20-ის, შესაძლებელია შეთავაზებული იქნას ფართო საზოგადოებას.   მუზეუმების უმრავლესობა მოლდოვას რესპუბლიკაში მდებარეობს შენობებში, რომლებიც არიან სპეციალური არქიტექტურული მნიშვნელობის მქონე და გააჩნიათ მდიდარი საკოლექციო ექსპონატები.

ეროვნული ტურისტული  პროდუქტის ძირითადი ნაწილია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების კულტურის მრავალფეროვნება. რესპუბლიკა მოლდოვა წარმოადგენს  ეროვნებებისა და კულტურების  ნაზავს უამრავი ტრადიციებით , ენებით, ფოლკლორის მრავალფეროვნებით,  სამზარეულოებით და სხვა.  ქვეყანაში არსებობს დაახლოებით 880 ფოლკლორული ანსამბლი.  ბევრი მათგანი ასახავს  ტრადიციებს, დამახასიათებელი რეგიონისა  და ეთნიკური ტრადიციებისთვის. ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია  ეროვნული დეკორატიული ხელოვნებები და ხელნაკეთობები, როგორც კულტურის თვალსაზრისით ასევე ეკონომიური ფასეულობებით.

სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

რესპუბლიკა მოლდოვა ფლობს მდიდარ და მრავალფეროვან პოტენციალს ჯანმრთელობის და გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებისთვის. სანატორიუმები და დასასვენებელი ბაზები სთავაზობენ  ყველა საჭირო პირობებს  სამედიცინო-გამანჯასაღებელ  ტურიზმს.

სამკურნალო-მინერალურ წყაროებს რესპუბლიკა მოლდოვაში გააჩნიათ დიდი მნიშვნელობა  ბალნეოლოგიური მკურნალობისთვის. რესპუბლიკა მოლდოვაში არსებული ბალნეოლოგიური სამკურნალო ცენტრები შესაძლებელია გახდნენ  მნიშვნელოვანი  ტურისტული პროდუქტები საერთაშორისო დონეზე, იმ პირობით თუ  შეიქმნება  შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ყველაზე პერსპექტიული ამ თვალსაზრისით არიან:  « Bucuria-sind », „Vadul lui Voda“,        « Codru », „Hirjauca village“, „Calarasi district“, « Nufarul Alb », „Cahul“.

ტურისტული ღირსშესანიშნაობები  მოლდოვას რესპუბლიკაში

მონასტრები და ეკლესიები : მონასტერი „ Capriana “, მონასტერი „ Hincu “,    მონასტერი „ Rudi “, მონასტერი „Saharna”, მონასტერი „Tipova“, მონასტერი    “ Curchi „,  მონასტერი „ Frumoasa ”, მონასტერი „ Cosauti “, მონასტერი „ Japca “ , „ღვთისმშობლის მიძინების“ ეკლესია.

 

მუზეუმები:   "ალექსეი მატეევიჩ"-ის  სახლ-მუზეუმი, „ა. პუშკინი“-ის სახლ-მუზეუმი, "კონსტანტინ სტამატი"-ის სახლ-მუზეუმი,  "იგორ ვიერუ"-ს სახლ მუზეუმი,  სამუზეუმო კომპლექსი "ძველი ორხეი",  ეთნოგრაფიული და ბუნების ეროვნული მუზეუმი, რესპუბლიკა მოლდოვას ისტორიის და არქეოლოგიის  ეროვნული მუზეუმი,  „გ. ივანჩა“-ს ხალხური რეწვის მუზეუმი, გაგაუზის ისტორიისა და ეთნოგრაფიული " დ.კარა ჩობანუ "-ს  ეროვნული მუზეუმი.

საკარმიდამოები: საკარმიდამო "ზამფირ რალლი-არბორე", „მანუკ ბეი“-ს  სანადირო სასახლე.

სამეცნიერო რეზერვები: რეზერვი " Padurea din Domneasca", რეზერვი " Codrii", რეზერვი " Iagorlic", რეზერვი "Prutul de Jos", რეზერვი " Plaiul Fagului"  .

ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები: მღვიმე "ემილ რაკოვიცა" , ("კონკია"),  ბუნების ძეგლი           " Prut Toltres " ,  ბუნების  ძეგლი "ასი ბორცვი ",  „Taul Park“.

მევენახეობისა და მეღვინეობის ობიექტები: ღვინის ქარხანა  "Cricova" ღვინის ქარხანა                " Milestii Mici", ღვინის ქარხანა "Purcari" მეღვინეობა "Cojusna".