ურთიერთობები
ურთიერთობები საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:
საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 25 ივნისს.
საქართველოს ელჩები მოლდოვას რესპუბლიკაში:
მერაბ ანთაძე - 01.03.2014 - დღემდე
ავთანდილ მიქაცაძე (საქმეთა დროებითი რწმუნებული) - 01.06.2012 - 15.05.2014
ილია გიორგაძე (რეზიდენციით ქ. ბუქარესტი) - 01.02.2012-10.05.2012
ლევან მეტრეველი (რეზიდენციით ქ. ბუქარესტი) - 2008-2011
ზურაბ ბერიძე (რეზიდენციით ქ. ბუქარესტი) - 2004-2008
გრიგოლ ქათამაძე (რეზიდენციით ქ. კიევი) - 2000-2004
მალხაზ ჩაჩავა (რეზიდენციით ქ. კიევი) - 1998-2000
ვალერი ჩეჩელაშვილი (რეზიდენციით ქ. კიევი) - 1996-1998
მოლდოვას რესპუბლიკის ელჩები საქართველოში:
გეორგი ბოტან (საქმეთა დროებითი რწმუნებული (რეზიდენციით ქ. ბაქო) - 07.2015დან - დღემდე
იონ რობუ (რეზიდენციით ქ. ბაქო) - 2007-2009
მიჰაილ ლაური (რეზიდენციით ქ. კიევი) - 2005-2007
ნიკოლაე ჩერნომაზი (რეზიდენციით ქ. კიევი) - 2003-2005
ალექსეი ანდრიევსკი (რეზიდენციით ქ. კიევი) -1999-2003
თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:
საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის არსებობს ტრადიციული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები.
ორ ქვეყანას შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს თხუთმეტ ორმხრივ შეთანხმებას.
საქართველოსა და მოლდოვას შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც სამართლებრივად დარეგულირებულია როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ (სუამ-ის ფარგლებში) ფორმატში.
პრიორიტეტულია თანამშრომლობა ევროინტეგრაციის სფეროში ურთიერთგამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.
ასევე აქტიურია თანამშრომლობა წარმატებულ რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილების გაზიარების კუთხით.