ისტორია

მოლდოვის ტერიტორიაზე ადამიანის განსახლების კვალი ადრეული პალეოლითიდან დასტურდება. აღმოჩენილია ადრეული პალეოლითის აშელის კულტურის სადგომები (სოფ. ვიხვატინცი). შუა პალეოლითის მუსტიეს კულტურის სადგომები აღმოჩენილია სოფლებთან: ბუტეშტთანბუზდუჟანთანდა ტრინკასთან. გვიანდელ პალეოლითში გამოჩნდა თანამედროვე ადამიანის ტიპი კრომანიონელი (სოფ. ჩუტულეშტი). ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე დაფიქსირებულია ბრინჯაოსა და რკინის ხანის ნამოსახლარებიც.

ძვ. წ. IV-III საუკუნეებში მოლდოვის ტერიტორიაზე დასახლება დაიწყეს გეტებმა.

ძვ. წ. I საუკუნიდან იწყება რომის იმპერიის ექსპანსია. რომაელებმა დაარსეს პროვინცია მეზია. იმპერატორმა ტრაიანემ კი ორი მძიმე ბრძოლის შემდეგ დაიპყრო გეტების ტერიტორია და დააარსა პროვინცია დაკია. დაიწყო ადგილობრივი მოსახლეობის რომანიზაცია. დნესტრისა და პრუტის შუამდინარეთი პროვინცია დაკიის შემადგენლობაში არ შესულა, თუმცა მისი მოსახლეობა განიცდიდა რომაელთა ძლიერ გავლენას.

271 წელს ბარბაროსების გავლენის გამო რომაელები იძულებული გახდნენ მეზობელი დაკიიდან დაეხიათ უკან და გადავიდნენ მდინარე დუნაისმარჯვენა ნაპირზე. ხალხთა დიდი გადასახლების დროს დნესტრ-პრუტის შუამდინარეთში შეაღწიეს სხვადასხვა ბარბაროსულმა ტომებმა: ვენედებმაგუთებმასარმატებმაგეპიდებმა და სხვ.

V-VI საუკუნეებში დნესტრ-პრუტის შუამდინარეთში შეაღწიეს სლავურმა ტომებმა, რომლებთანაც მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაცია. სლავები გაერთიანდნენ ორ ტომთა კავშირში ანტებთან დასკლავინებთან, რომელთა შორის საზღვარი, ისტორიკოს იორდანისის მიხედვით გადიოდა მდინარე დნესტრზეX საუკუნეში სლავები კიევის რუსეთის შემადგენლობაში შევიდნენ.

XIV საუკუნემდე თანამედროვე მოლდოვის ტერიტორია სხვადასხვა ტომთა დაჯგუფებებისა (გეტებიდაკებიგუთებიანტები) და სახელმწიფოებრივი გაერთიანებების (კიევის რუსეთიგალიჩის სამთავრო,ოქროს ურდო) გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. XIV საუკუნის II ნახევრიდან მოლდოვის სამთავროს შემადგენლობაშია, XVI-XVIII საუკუნეებში ოსმალეთის იმპერიის მმართველობის ქვეშაა. XVI საუკუნისპოლონელი ისტორიკოსი ლეონარდო გორეცკი მოლდაველებზე საუბრის დროს აღნიშნავს:

„მოლდაველების რწმენა და წეს-ჩვეულებები ძალიან ახლოს დგას ბერძნულ და სომხურ ეკლესიებთან. მათი მღვდლები ქორწინდებიან. მოლდაველები განსაკუთრებით განთქმულნი არიან ცხენოსნობით, მათ შორის ყველაზე ღარიბებსაც კი ჰყავთ ცხენები, ლაშქრობისა და ბრძოლებისათვის გამოსადეგი. უნგრელებივით შეირაღებულნი არიან ფარებით, მუზარადებით და შუბებით.“

 

 

1711 წლის 13 აპრილს მოლდოვის გოსპოდარმა დიმიტრი კანტემირმა ქალაქ ლუცკში პეტრე I-თან დადო საიდუმლო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მოლდოვამ შეინარჩუნა ავტონომია, მაგრამ შევიდარუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1711 წლის ივლისში პრუტის წარუმატებელი ლაშქობის შემდეგ ლუცკის ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა და მოლდოვა კვლავ ოსმალეთის ვასალი გახდა, დიმიტრი კანტემირი კი რუსეთში გაიქცა.

XVIII საუკუნის დასასრულს რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთის ხელში გადავიდა დნესტრის მარცხენა სანაპირო, ხოლო 1812 წელს - ბესარაბია1858-1861 წლებში მოლდოვა და ვლახეთი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდნენ, რომელმაც მოგვიანებით მიიღო სახელწოდება რუმინეთი.

1917 წელს გამოაცხადეს მოდოვის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. 1918 წლიდან ბესარაბია რუმინეთის შემადგენლობაშია. 1924 წელს უკრაინის სსრ-ის ტერიტოიაზე ჩამოყალიბდამოლდავეთის ასსრ.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის შედეგად, 1940 წლის ივნისში რუმინეთი იძულებული გახდა ბესარაბია და ჩრდილოეთი ბუკოვინა სსრკ-სთვის დაეთმო. ჩამოყალიბდა მოლდავეთის სსრმეორე მსოფლიო ომის დროს, 1941-1944 წლებში, მოლდავეთის სსრ დაიპყრო გერმანულმა და რუმინულმა სამხედრო ძალებმა და შეიქმნა ბესარაბიის საგუბერნატორო1944 წლის 24 აგვისტოს იასი-კიშინიოვის ოპერაციის შედეგად მოლდავეთის ტერიტორია კვლავ რუსულმა სამხედრო ძალებმა დაიკავეს.

1991 წლის 27 აგვისტოს მოლდოვამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. პირველი პრეზიდენტი გახდა მირჩა სნეგური. დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოჰყვა სეპარატისტული მოძრაობების გააქტიურება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. დნესტრისპირეთის ომი დაიწყო 1989 წელს. დნესტრისპირეთის სლავურმა მოსახლეობამ 1991 წელს გამოაცხადა დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა, რომელთა სტატუსზე დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 1994 წლის 23 დეკემბერს მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი გაგაუზიის ტერიტორიული ავტონომიის შესახებ.

1994 წელს მოლდოვაში მიიღეს კონსტიტუცია, რომელიც დღემდე მოქმედებს.